დიახ
არა
მოგესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მონეტარული სტატისტიკის განყოფილებაში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების განმავლობაში შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია და სტაჟირების კანდიდატებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილის სახით.
სტაჟირების კონკურსზე განაცხადების მიღება ხორციელდება 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებებს!