შესაძლებლობა სტუდენტებისთვის
მოგესალმებით,
მოგმართავთ შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია „Oshe Georgia“-ს სახელით. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა
ემსახურება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას საქართველოში.
ამჟამად, ვეძებთ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან გაყიდვების მენეჯერის და შრომის უსაფრთხოების
აკრედიტირებული კურსის ადმინისტრატორის პოზიციებით. ჩვენი შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლას სამსახურიც შეუთავსონ და შრომის უსაფრთხოების სფეროში ცოდნა და გამოცდილება მიიღონ.
რას ვთავაზობთ?
• მორგებული სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც
ადაპტირებულია სტუდენტების სწავლებისა და ყოველდღიური ცხოვრების
გრაფიკთან.
• ფასიანი სტაჟირება: გარდა გამოცდილების მიღებისა , ჩვენ ვთავაზობთ
ფასიან სტაჟირებას, რომელიც დაეხმარებათ პროფესიული უნარების
განვითარებაში და, სურვილის შემთხვევაში, შრომის უსაფრთხოების სფეროში
კარიერის დაწყებაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მითითებულ ნომერს.
გისურვებთ წარმატებებს!
საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია
მისამართი: მაქსიმ გორკის ქუჩა #11